5-6 ოქტომბერს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით დამსაქმებელი კომპანიებისთვის კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა, რომლის მიზანი იყო ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა სპეციალური საჭიროების მქონე პირების დასაქმების შესახებ დამსაქმებლების ინფორმირების გზით. ტრენინგს HR პროფესიონალი და ტრენერი, ანა გაბესკირია უძღვებოდა და 40 დამსაქმებელი ესწრებოდა.
ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის “ESCape – დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად” ფარგლებში. პროექტის მიზანია დასაქმებისა და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა თბილისსა და საქართველოს ექვს შერჩეულ რეგიონში: აჭარა, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო, შიდა ქართლი.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი: ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს ოფისი (FES Georgia), დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), დემოკრატიის განვითარების სააგენტო (DDA) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC).