დასაქმების ფორუმის ორგანიზებაში 16 მოხალისე ჩაერთო

20 მაისს ქალაქ გორში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში, დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელზეც 320–ზე მეტ სამუშაოს მაძიებელს დასაქმების შესაძლებლობა მიეცა.

ფორუმის ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო 16–მა ახალგაზრდა მოხალისემ, რომლებსაც მობილიზება გაუწიეს ორგანიზაციებმა CENN და Biliki.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ მოხალისეებს გაწეული შრომისთვის და წარმატებები ვუსურვოთ სამომავლო საქმიანობაში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content