დასაქმების ფორუმი კახეთში

21 ივნისს, კახეთში, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დასაქმების  ფორუმი გაიმართა.

დასაქმების ფორუმის მიზანი იყო ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა.

ფორუმზე 35-მა მცირე, საშუალო და მსხვილმა კომპანიამ წარადგენა 141 ვაკანსია, 319 სამუშაო ადგილი დასაქმებისა და სტაჟირებისათვის. 300-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო მონაწილეობა ღონისძიებაში და ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა პოტენციურ დამსაქმებელს, გასაუბრებოდა სასურველი ვაკანსიის შესახებ და წარმოაჩინა საკუთარი უნარები  პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

დასაქმების ფორუმზე წარადგინეს ბიზნეს კომპანიებისთვის განკუთვნილ საპროექტო განაცხადების კონკურსი – დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნა საქართველოს 3 რეგიონში,  პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმართველობის წევრები, დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები, ადგილობრივი ბიზნესსუბიექტები და სხვა დაინტერესებული პირები.

დასაქმების ფორუმი ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებით და მისი ორგანიზატორები არიან განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (TEDEC) პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) LEARN“, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი(CSRDG), კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი (KADC) პროექტი „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA).

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content