დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების პრეზენტაცია ქუთაისში

2022 წლის 17 მარტს გაიმართა დასაქმების ხელშეწყობის ქუთაისის ცენტრის პრეზენტაცია.  ღონისძიებას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და შრომის ბაზრის, მიგრაციის და გენდერის მიმართულებით ატაშე / პროექტის მენეჯერი ევროკავშირის წარმომადგენლობაში იურატე იუოდსნუკიტე. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს დამქირავებლებმა, ბენეფიციარებმა და მედიის წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე განიხილეს ქართულ შრომით ბაზარზე არსებული მდგომარეობა და ხაზი გაესვა იმ გამოწვევებს, რომლებიც ინკლუზიურობის დონის გაზრდის პროცესს სდევს თან:

„ერთ-ერთი ძირითადი სირთულე სამუშაო გამოცდილების ნაკლებობაა, თუმცა ასევე ნაკლებია რეალური მხარდაჭერა, დასაქმების მაძიებელთათვის. იმედი გვაქვს, ეს ცენტრი დაეხმარება სამსახურის პოვნაში ყველას, ვინც დასაქმების ძიებისას სირთულეებს აწყდება, ხელს შეუწყობს მათ ჰქონდეთ ცხოვრებისა და შრომის უკეთესი პირობები, უკეთესი შემოსავალი“ – აღნიშნა ევროკავშირის პროექტის მენეჯერმა იურატე იუოდსნუკიტემ.

დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების მთავარი მიზანია დაეხმაროს ბენეფიციარებს მოარგონ საკუთარი უნარები და შესაძლებლობები შრომითი ბაზრის არსებულ საჭიროებებს. ცენტრების მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ მარტოხელა მშობლებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პენსიონერებს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლ პირებს, ადამიანებს სულ მცირე სამწლიანი კარიერული წყვეტით ან მათ, ვისაც საერთოდ არ აქვს სამუშაო გამოცდილება. მათ დასაქმების კვალიფიცირებული კონსულტანტები მოემსახურებიან. კონსულტანტებს, იგივე დასაქმების ქოუჩებს, გავლილი აქვთ სპეციალური მოსამზადებელი კურსები. ამას გარდა, გამოცდილების კვალდაკვალ იმაღლებენ კვალიფიკაციას, რათა ბენეფიციარებს გაუწიონ მაღალი სტანდარტების შესაბამისი მომსახურება და უზადოდ მართონ დასაქმების თითოეული შემთხვევა. კონსულტანტების ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს პირველ რიგში, ბენეფიციარის შესაძლებლობებისა და ინტერესების ანალიზს და მათი დამსაქმებლის საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობას. ბენეფიციარები იღებენ მხარდაჭერას განგრძობით რეჟიმში, რათა ისწავლონ თუ როგორ გაუმკლავდნენ დაბრკოლებებს დასაქმებისკენ მიმავალ რთულ გზაზე. მხარდაჭრა მოიცავს საკომუნიკაციო და ადაპტაციის უნარების გაუმჯობესებას, საკუთარი შესაძლებლობების შეფასებას, შრომითი ბაზრის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღებას, ტრენინგებს, სწავლებასა და დამსაქმებელთან კომუნიკაციის პროცესში დახმარებასაც კი.

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორი დამსაქმებელი ორგანიზაციების სამკერვალო საწარმო “აია ტექსტილისა” და ააიპ “სპეციალური სერვისების” წარმომადგენლები. ასევე – ცენტრი ბენეფიციარები:  გეგა ორჯონიკიძე, მარიამ ლომთაძე  – დასაქმებული კომპანიაში „AB Solution Security Georgia“, ქოლ-ცენტრის ოპერატორად და სულხან ხურციძე – დასაქმებული კომპანია ფინანსურ ბიუროში, მძღოლის პოზიციაზე. მათ ისაუბრეს ცენტრებთან თანამშრომლობის საკუთარ გამოცდილებაზე და აღნიშნეს, რომ ცენტრი მათ დაეხმარა სხვადასხვა სახის დაბრკოლებების გადალახვაში რათა ისინი მორგებოდნენ თანამედროვე შრომით ბაზარს და შესძლებოდათ დაემკვიდრებინათ საკუთარი ადგილი.

დღესდღეობით საქართველოს ფარგლებში ფუნქციონირებს დასაქმების ხელშეწყობის სამი ცენტრი. ორი თბილისში და ერთი – ქუთაისში. ცენტრები შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ ფარგლებში და მისი მიზანია დასაქმებისა და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოს ექვს შერჩეულ რეგიონში: აჭარა, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო და შიდა ქართლი. მიზნის მისაღწევად პროექტი გულისხმობს დასაქმების სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას ე. წ. „რთულად დასაქმებადი“ ჯგუფებისთვის, რისთვისაც ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებასა და ინსტიტუციურ შესაძლებლობებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს ოფისის (FES) ხელმძღვანელობით, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (SESA), ააიპ დემოკრატიის დანვითარების სააგენტოს (DDA), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) აქტიური მონაწილეობით.

ქუთაისის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრს მართავს კონსორციუმის წევრი ორგანიზაცია EDEC-ი, რომელსაც გააჩნია იმერეთის რეგიონში, შრომით ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი და მდიდარი გამოცდილება.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორქშოფი გამართა თემაზე „ახალგაზრდული საქმიანობის ფუნქცია, როლი და სარგებელი მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების პროცესში“,  რომლის მიზანს
ელისო თეიმურაზიშვილი ამჟამად საქართველოს ფოსტაში სერვის ცენტრის გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ ადამიანები ხშირად, ერთ ადგილას ყოფნას ვეჩვევით. წინ წასვლის დიდი სურვილი გვაქვს, მაგრამ გვეშინია.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით,  ზუგდიდის, ბათუმის, ლანჩხუთის, ბოლნისის და ბაღდათის  ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორკშოფები
Skip to content