დასრულდა ონლაინ შეხვედრების ციკლი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე

წარმატებით დასრულდა ონლაინ შეხვედრების ციკლი, რომელიც შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების გაძლიერებასა და მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.

შეხვედრები დაიგეგმა და განხორციელდა განათლების განვითარების და
დასაქმების ცენტრის და ი. ციციშვილის ბავშვთა ფსიქოლოგიური
სამსახურის თანამაშრომლობის ფარგლებში.

შეხვედრების საჭიროება COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა ცვლილებებმა
დაგვანახა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და პირების მშობლებისთვის განსაკუთრებულად
ძნელი გახდა თავიანთი შვილების ემოციურ მდგომარეობასთან გამკლავება და მათთვის იმ აქტივობების
და სავარჯიშოების შეთავაზება, რითაც უწყვეტად განაგრძობდნენ თავიანთი შვილების განვითარების
ხელშეწყობას.

ორი თვის განმავლობაში შეხვედრების მონაწილე მშობლებს შესაძლებლობა
ქონდათ, თავიანთი შვილების საჭიროებიდან გამომდინარე, სპეციალისტებისგან მიეღოთ პრაქტიკული
რჩევები და რეკომენდაციები ისეთ თემებზე როგორცაა – დღის რუტინის დაგეგმვა, ქცევის
პრობლემები, მეტყველების დარღვევები, მსხვილი და წვრილი მოტორიკის განვითარების აქტივობები
და სხვა.

შეხვედრებში დღის ცენტრების თხუთმეტმა თანამშრომელმა და ათმა მშობელმა
მიიღო მონაწილეობა.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი მადლობას უხდის ი.
ციციშვილის ბავშვთა ფსიქოლოგიური სამსახურს და მათ სპეციალისტებს, რომ აღნიშნულ ინიციატივაში
გამოთქვეს, მოხალისეობრივად ჩართვის სურვილი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content