საჯარო გამოსვლებისა და დებატების კურსის მონაწილეობის მსურველ მოსწავლეებთან გასაუბრებები შედგა.
4 თვიანი კურსი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, ქუთაისში ხორციელდება. მასში მონაწილეობა VI–XI კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.
კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები დაეუფლებიან საჯარო გამოსვლების და არგუმენტირებული მსჯელობის ტექნიკებს, გამოიმუშავებენ ანალიტიკური და სწრაფი აზროვნების უნარს, ჩაერთვებიან სხვადასხვა კონკურსებში, სასწავლო ვიზიტებსა და შეხვედრებში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესში.
მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ ქართულ ან/და ინგლისურენოვან დებატებში.