დისტანციური კონფერენციები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე გრძელდება

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აქტივობები აქტუალურ თემებს ეთმობა. ამჯერადაც პროგრამა „მომავლის თაობის“ მონაწილე იმერეთის რეგიონის პარტნიორი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის ონლაინ კონფერენციას იურისტი გიორგი სანტურიანი წარუძღვა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპები, დანაშაულის პრევენცია, ბავშვთა უფლებები, დანაშაულების სტატისტიკა და სხვა სამართლებრივი საკითხები განიხილეს დისტანციურად და საკმაოდ ნაყოფიერად. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.

პროგრამა „მომავლის თაობა” მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ. იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content