ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ Timerepublik–ის სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში 3 აპრილს შეხვედრა გაიმართა.
ორმხრივი მოხალისეობის ამ ფორმას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია გვირილობის დღესასწაულის და მაისში დაგეგმილ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ორგანიზებებში მოხალისეების ჩართვისთვის გამოიყენებს.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.