სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში დუალური საგანამათლებლო
პროგრამების მონაწილეებმა, Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, პროფესიული კურსების
თეორიული ნაწილი ონლაინ, ზუმის საშუალებით გაირეს.
საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ
განახლდა პრაქტიკული სწავლება და ანაზღაურებადი სტაჟირება. კურსის მონაწილეების უსაფრთხოების
მიზნით განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა მათთვის ტრენინგს ,,უსაფრთხოების
წესები Covid-19-ის პრევენციისთვის“ გაუკეთა ორგანიზება.
ტრენინგი ონლაინ ფორმატით გაიმართა და მას წითელი ჯვრის საზოგადოების
ქუთაისის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ავალიანი უძღვებოდა. რომელმაც
მსმენელებს Covid-19-ის პრევენციის მიზნით რეკომენდაციები მისცა და დეტალურად, პრაქტიკული
მაგალითებით გააცნო ვირუსისაგან დაცვის წესები.
პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების
განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით
დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.
პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული
ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური
მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში
მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების,
დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ
რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების
ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.