განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორქშოფი გამართა თემაზე „მოხალისეობის კულტურა საქართველოში: ახალგაზრდული მოხალისეობა, როგორც სოციალური კაპიტალი“, რომლის მიზანს წარმოადგენდა საბჭოს წევრების ცნობიერების ამაღლება მოხალისეობის, როგორც კულტურის, ევროპული საგანმანათლებლო პროგრამების (XIX XX-ის საქართველოში) და ახალგაზრდული მოხალისეობის მნიშვნელობის შესახებ. ვორქშოფს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია უძღვებოდა.
ვორქშოფი ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.