განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ფასილიტატორთა ტრენინგი გამართა, რომლის მიზანი იყო დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელის გაცნობა და ფორუმის ჩატარების მეთოდოლოგიის შესახებ მონაწილეთა ინფორმირება. ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ იმ მნიშვნელოვან საორგანიზაციო საკითხებს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ფორუმების დაგეგვისა და ორგანიზების დროს. ფასილიტატორთა შერჩევა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ განხორციელდა. შეხვედრას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე, ლიკა კილაძე და ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი უძღვებოდნენ.
ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის ,,მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით” ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში (ბაღდათი, ამბროლაური, დუშეთი) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ღია დიალოგის ხელშეწყობა და მოსახლეობის მონაწილეობითი როლის გაზრდა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში.