დღის ცენტრების ბენეფიციარების საახალწლო სურვილები ასრულდა

დეკემბერი ყველაზე სასიამოვნო თვეა დღის ცენტრების ბენეფიციარებისთვის. ამ დროს, დღის ცენტრებში დიდი საახალწლო სამზადისია, სადღესასწაულოდ რთავენ თავიანთ სამუშაო გარემოს და თოვლის პაპას წერილებს წერენ იმ იმედით, რომ მათი წერილები აუცილებლად იპოვიან ადრესატს და სურვილები აუსრულდებათ.

წელსაც, ტრადიციულად, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ბაზაზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების 83 ბენეფიციარის სურვილების ასრულებაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციებმა იზრუნეს.

უკვე ყველა წერილის ავტორმა მიიღო სასურველი საჩუქარი და ჩვენ ერთად შევძელით მათთვის საახალწლო განწყობის შექმნა.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გუნდი უღრმეს მადლობას უხდის კომპანიებს: Chita, ავერსი, გრაფიკსი, ზედაზენი, ბარამბო, ფრესკო თანამშრომლობისთვის.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content