დღის ცენტრების სპეციალისტებისთვის ჩატარდა ქცევის მართვის სტრატეგიების შესახებ შეხვედრა

ძნელად თუ მოიძებნება მშობელი/აღმზრდელი, ვისაც არ შექმნია გარკვეული სირთულეები ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ძნელი გასამკლავებელი ბავშის ქცევა COVID-19 პანდემიის დროს გახდა, როცა ბავშვებს ერთ სივრცეში დიდი დროის გატარება მოუწიათ.

ქცევის, ისევე, როგორც ნებისმიერი რამის სწავლა არ ხდება თავისთავად. ის, თუ რამდენად ჩართავს ბავშვი ამა თუ იმ ქცევას თავის ყოველდღიურაბაში და რამდენად ხშირად განახორციელებს მას, დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზე. იმისათვის, რომ მოვახდინოთ ამ ფაქტორთა იდენტიფიცირება, საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ არა მხოლოდ უშუალოდ ქცევაზე, არამედ იმაზეც, თუ რა უსწრებს წინ ამ ქცევას, რა მოსდევს მას შედეგად და რა სიტუაციაში ხორციელდება იგი.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრსა და ი. ციციშვილის ბავშვთა ფსიქოლოგიური სამსახურის თანამშრომლობის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისთვის და დღის ცენტრების სპეციალისტებისთვის ჩატარდა ქცევის
მართვის სტრატეგიების შესახებ შეხვედრა.

შეხვედრამ საინტერესოდ და სასარგებლოდ ჩაიარა. მშობლებმა მიიღეს ინდივიდუალური რეკომენდაციები, თავიანთ შვილებთან მუშაობის სტრატეგიებთან დაკავშირებით.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი მადლობას უხდის ი. ციციშვილის ბავშვთა ფსიქოლოგიური სამსახურის სპეციალისტებს ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content