დღის ცენტრს “ლამპარი” ორგანიზაციის “მშობლები საქართველოს მომავლისათვის” წარმომადგენლები ესტუმრნენ

თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს “ლამპარი” ორგანიზაციის “მშობლები საქართველოს მომავლისათვის” წარმომადგენლები ესტუმრნენ და ბენეფიციარებს განმავითარებელი საკანცელარიო მასალა გადასცეს.

ორგანიზაცია მრავალი წელია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობს და დღის ცენტრის ხშირი სტუმარია.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრირებას უწევს ქუთაისის, სამტრედიის, თერჯოლის და საგურამოს დღის ცენტრებს. დღის ცენტრები ინდივიდუალურ, ფუნქციონალურ, აკადემიურ და სოციალურ უნარებზე მორგებულ მომსახურებას აწვდის 6-18 წლის ასაკის ათეულობით ბავშვს და მათ ოჯახებს.

დღის ცენტრების ოპერირება რეგულაციების სრული დაცვით  ორგანიზაცია „რენოვაბის“ (გერმანიის კათოლიკეთა სოლიდარობის ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

 

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content