დღის ცენტრს ,,ჯადოსნური სამყარო” საწარმო ,,გურმანის” წარმომადგენლები ესტუმრნენ

ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ,,ჯადოსნური სამყარო” საწარმო გურმანის წარმომადგენლები ესტუმრნენ და აღსაზრდელებს თავიანთი პროდუქციით გაუმასპინძლდნენ.

გურმანისა და დღის ცენტრის მეგობრობა უკვე წლებს ითვლის და გურმანის წარმომადგენელთა მხრიდან მსგავსი ინიციატივები ტრადიციულ ხასიათს ატარებს. ისინი ჩვენს პატარებს სასიამოვნო და ტკბილი სიურპრიზებით ყველა დიდ დღესასწაულზე ანებივრებენ.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი მადლობას უხდის  შპს “გურმანი” – ს მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

რეგულაციების სრული დაცვით დღის ცენტრების ოპერირების შესაძლებლობა ორგანიზაცია „რენოვაბის“ (გერმანიის კათოლიკეთა სოლიდარობის ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მოგვეცა.

დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს.  თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი
2023 წლის 23 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content