3 აპრილს, ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC) ესტუმრა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „უნარები დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) ფარგლებში მიმდინარე პროექტების (LEARN – “სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)” და ESCape – „დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება, შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“) შედეგებსა და განხორციელებულ საქმიანობებს გაეცნო. ელჩი ასევე ესაუბრა პროექტებში ჩართულ ბენეფიციარებსა და დამსაქმებლებს და მოისმინა დასაქმების წარმატებული ისტორიები. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ნამიჭეიშვილმა, ელჩს ორგანიზაციის ისტორია და ზოგადი საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს ქვეყანაში დასაქმების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების მნიშვნელობაზე, ევროკავშირთან ქვეყნის თანამშრომლობის როლზე და ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა არის მნიშვნელოვანი რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ. სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,