ევროკავშირის ელჩი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC) ესტუმრა

აპრილს, ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC) ესტუმრა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „უნარები დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) ფარგლებში მიმდინარე პროექტების (LEARN – “სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)” და ESCape – „დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება, შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“)   შედეგებსა და განხორციელებულ საქმიანობებს გაეცნო. ელჩი ასევე ესაუბრა პროექტებში ჩართულ ბენეფიციარებსა და დამსაქმებლებს და მოისმინა დასაქმების წარმატებული ისტორიები.  განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ნამიჭეიშვილმა, ელჩს ორგანიზაციის ისტორია და ზოგადი საქმიანობა გააცნო.  შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს ქვეყანაში დასაქმების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების მნიშვნელობაზე, ევროკავშირთან ქვეყნის თანამშრომლობის როლზე და ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე.  

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content