ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ზუგდიდში სამეწარმეო სკოლის კურსდამთავრებულს ესტუმრა

მიშა ჩხოლარია ახალგაზრდა მეწარმეა, რომლის საწარმო „რა ვაჩუქო“ ხელნაკეთ სუვენირებს აწარმოებს. მიშა ჩხოლარიამ საწარმო „აწარმოე საქართველოს” ფარგლებში დააფუძნა, საწარმოს მართვისთვის საჭირო უნარებს კი ზუგდიდის სამეწარმეო სკოლაში სწავლის დროს დაეუფლა. ელჩის ვიზიტს ესწრებოდნენ სამეწარმეო სკოლის სხვა კურსდამთავრებულებიც – ირინა ყორშია და ციცინო შენგელია, მათი საქმიანობაც ასევე ხელნაკეთი ნივთების წარმოებასთანაა დაკავშირებული.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ასევე ეწვია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ზუგდიდის ადგილობრივ ოფისს. ელჩი დუალური პროფესიული საგანმანათლებლო კურსის მსმენელებს, ტრენერებს და პოტენციურ დამსაქმებლებს, ხობში სასტუმროს „დივანი” მფლობელს გიორგი გვასალიას და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში სუპერმარკეტების ქსელის „სპარ საქართელოს“ დირექტორს გიორგი ნარმანიას შეხვდა.

სამეწარმეო სკოლა და დუალური პროფესიული საგანმანათლებლო კურსი ორგანიზაებულია პროექტს „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში. პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ახორციელებს.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content