გურიაში ევროკავშირის ელჩი პროექტის ,,ისწავლე დასაქმებითვის” მიმდინარე შედეგებს გაეცნო

2022 წლის 24 მაისს, გურიაში, ევროკავშირის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ პროექტის ,,ისწავლე დასაქმებისთვის’’ მიმდინარე შედეგების პრეზენტაცია გამართა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული მიღწევების შესახებ ისაუბრა.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ვიზიტით  გურიაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ელჩი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების წარმომადგენლებს შეხვდა. კერძოდ იგი დაესწრო EU’s Skills4Jobs პროგრამის ოთხი პროექტის პრეზენტაციას, სადაც განხილული იყო პროგრამით განსაზღვრული საქმიანობის მიმდინარე შედეგები, რომლებიც  დასაქმების შესაძლებლობების შექმნას და ახალგაზრდების განვითარებას ისახავს მიზნად.

შეხვედრის ბოლოს, კარლ ჰარცერმა პროექტების ხელმძღვანელებს და შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა  განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგებისთვის.

 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content