ევროკავშირის მხარდაჭერილი განათლების და დასაქმების ხელშემწყობი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო პროექტის განხორციელების პერიოდში, განათლებისა და დასაქმების სფეროში მიღწეული შედეგების საზოგადოებისთვის წარდგენა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა.  

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამსაქმებლები, ბიზნეს სუბიექტები და სხვა დაინტერესებული პირები.  

ღონისძიება სამ პანელურ დისკუსიას მოიცავდა. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორც რეგიონების დონეზე დასაქმების ხელშემწყობი სერვისების მდგრადობასა და განვითარების პერსპექტივებზე, პროფესიულ განათლებასა და შრომის ბაზრის შესაბამისი პროფესიების დანერგვის მნიშვნელობაზე, ასევე, პროექტის ფარგლებში განხორციელებულ დასაქმების წარმატებულ მაგალითებზე.  

ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუსტთან (ICI) ერთად განახორციელა. 

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content