ევროკავშირის მხარდაჭერით, ქუთაისში “საუკეთესო მოხალისეობრივი ინიციატივების” გამოფენა მოეწყო

2022 წლის 5 დეკემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქ. ქუთაისში გამოფენა გამართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდები (უფროსკლასელები, სტუდენტები), მოხალისეები, პედაგოგები, მედიის და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ღონისძიების მიზანი იყო მოხალისეობრივი კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და მოხალისეობრივ საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდა. ასევე, საქართველოში პირველი ელექტრონული პლატფორმის – www.volunteer.ge – ის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ციფრული პლატფორმის www.volunteer.ge – ის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული საუკეთესო მოხალისეობრივი ინიციატივები. გამოფენის პარალელურად, მოხალისეებმა გარემოზე ზრუნვის სიმბოლურ აქტივობები განახორციელეს (დასუფთავების აქცია, ხეების დარგვა, გარემოს მოვლის თემაზე ნახატების ადგილზე მოხატვა და სხვა) და კიდევ ერთხელ მოუწოდეს ახალგაზრდებს კონკრეტული ქმედებებისკენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების მიზნით.

ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content