ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი სახელმძღვანელოს „მარნის მასპინძელი“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.

 სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC), ევროკავშირის  მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში მოეწყო.

ღონისძიებაზე  მარნის მასპინძლის, როგორც ახალი პროფესიის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აუდიტორიას სიტყვით მიმართეს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ, ლიკა კილაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, პროგრამის ოფიცერმა ნინო ყოჩიშვილმა. წიგნის ავტორმა გიორგი დარციმელიამ, სახელმძღვანელოს შინაარსსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებაზე ასევე მოეწყო გამოფენა და გაიმართა ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილი ფილმის ჩვენება.

ღონისძიებას ევროკავშირის, განათლების, კულტურის და ეკონომიკის სამინისტროების, პარლამენტის ეკონომიკური და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, უნარების სააგენტოს,   პროფესიული კოლეჯების, მედიის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ახორციელებს.
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content