ევროკავშირის მხარდაჭერით პროფესიული უნარების დღე მოეწყო 2023 წლის 27 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, კოლეჯში „იბერია“, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან და კოლეჯთან „იბერია“ პარტნიორობით, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროგრამის „უნარები დასაქმებისათვის“ ფარგლებში, პროფესიული უნარების დღე გამართა. ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ უფროსკლასელები, იმერეთის რეგიონში მოქმედი უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, (ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კოლეჯი „სიო“, კოლეჯი „კონსტრუქტ2“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური საწარმო „ფარშევანგი“, „ბიდისი“ აკადემია) როლებმაც ღონისძიებაში მონაწილე ახალგაზრდებს გააცნეს მათი ორგანიზაციების ბაზაზე არსებული საგანმანათლებლო შესაძლებლობები. ღონისძიება შემოქმედებითად ქუთაისის მე-12 და 32-ე საჯარო სკოლებმა გაალამაზეს. უფროკლასელებს საშუალება ჰქონდათ ჩაერთულიყვნენ მრავალფეროვან ინტერაქტიულ აქტივობებში და კონკურსებში, გაეარათ კარიერული ორიენტაციის ტრენინგი და მიეღოთ კვალიფიციური რჩევები პროფესიონალებისგან კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული არჩევანის შესახებ. ღონისძიება ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად ახორციელებს. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის „უნარები დასაქმებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.

- 6 სექტემბერი, 2023
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს