27 ივლისს, ბათუმში, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის – სწავლა, წრთვნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის! LEARN) ფარგლებში, საზღვაო ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ბიზნეს ფორუმი ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, აჭარის დასაქმების სააგენტოსთან და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და მისი მიზანი იყო საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის პოპულარიზაცია, საზღვაო სექტორში დასაქმების საერთაშორისო შრომის ბაზარზე საქართველოს როლის შეფასება და წინ წამოწევა.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე, ევროკვშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ხილვადობის ექსპერტი ალექსანდრა ბრაისონი, აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი – კანცლერი ლალი ხვედელიძე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ჩიქოვანი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი სიტყვით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე.
ფორუმის პირველი ნაწილი ასევე დაეთმო პანელურ დისკუსიებს, სადაც ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა წარმოადგინეს საზღვაო სექტორის აქტუალური თემები ციფრული მხარდაჭერის, გარემოს დაცვის, განათლების და დასაქმების მიმართულებით.
სამი პანელური დისკუსიისგან შემდგარი ღონისძიების პირველი ნაწილი აერთიანებდა შემდეგ თემებსა და მონაწილეებს:
პირველი პანელი – თემა:
საზღვაო სექტორში განათლების და დასაქმების გამოწვევები და პერსპექტივები
მოდერატორი: ნათია მიქელთაძე – ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, უფროსი, პროფესორი
- მეზღვაურთა შრომის კონვენციით განსაზღვრული მოთხოვნები და მათი შესრულება – დავით ჯინჭარაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის უფროსი
- შავი ზღვის მცირე მასშტაბის საკრუიზო ტურიზმის პერსპექტივები – მატეო ბოჩი, შავი ზღვის მხარდაჭერის პროგრამის ლურჯი ეკონომიკის ექსპერტი
- უნარების გაუმჯობესება: კერძო და საჯარო თანამშრომლობის მნიშვნელობა საზღვაო სექტორში შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად – თამარ ქიტიაშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორი.
მეორე პანელი – თემა
ლურჯი (საზღვაო) ეკონომიკის გაციფრულების გამოწვევები, ხარვეზები და შესაძლებლობები
მოდერატორი: დავით ცისკარიძე – საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი
- მულტიმოდალური ტვირთების გადაზიდვის გაციფრულება საქართველოსა და შავი ზღვის პორტების გავლით – ვალერი ვირკოვსკი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლოგისტიკისა და ციფრული ტრანსპორტის დერეფნების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე
- ბურგასის ლურჯი ეკონომიკის მიღწევები და ზრდის პერსპექტივები – ზოია სტოიანოვა, ბურგასის მუნიციპალიტეტის დირექტორატის სტრატეგიული განვითარების მთავარი ექსპერტი
- ჭკვიანი სპეციალიზაცია ლურჯი ეკონომიკისთვის: საჭიროებებისა და პოტენციური განვითარების პერსპექტივა – იოანა ლაზარი, საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების ცენტრის (IBEDC) ექსპერტი
მესამე პანელი – თემა: გარემოს დაცვითი საკითხები – დაბინძურების წყაროები და ალტერნატიული რესურსები
მოდერატორი: ანა შოთაძე – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ნავიგაციის განყოფილების ასოცირებული პროფესორი
- ქიმიური დაბინძურება, წყაროები და მისი ზემოქმედება ზღვის ეკოსისტემაზე – ფატმა ტელი კარაკოჩი, კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი, დოქტორი
- ზღვის ნარჩენების არსებობა და მისი გავრცელება მეტეოროლოგიური და ოკეანოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე შავ ზღვაში – გოშქუნ ერუზი, კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო მეცნიერების ფაკულტეტის, ასოცირებული პროფესორი, დოქტორი
- შავი ზღვის ეკოსისტემა და დაცვა დაბინძურებისგან – გურანდა ბაგრატიონი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსი
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო B2B შეხვედრებს, სადაც სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში გემთმფლობელებს/მენეჯმენტის განმახორციელებელ კომპანიებს, ადგილობრივ რეკრუტორებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ კავშირები და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად ახორციელებს.