ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე – საგზაო უსაფრთხოების დაცვისათვის ქუთაისში აქცია გაიმართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) „ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე” (EDWARD) კამპანიაში პარტნიორ ორგანიზაციასთან – „საქართველოს ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ერთად ჩაერთო.

კამპანიის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების დაცვისათვის აქცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) PITA – ახალგაზრდული ცენტრისა და პროექტის „მომავლის თაობა” სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა ქვეითთა გადასასვლელებთან გამართეს. ახალგაზრდებმა სიმბოლური სერტიფიკატები და წამახალისებელი საჩუქრები იმ მძღოლებსა და ქვეითებს გადასცეს, რომლებმაც საგზაო მოძრაობის წესები დაიცვეს.

აქციაში მონაწილეობა, ახალგაზრდებთან ერთად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და იმერეთში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბაქარ ბაბუხადიამ მიიღეს.

„ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე” (EDWARD) კამპანიის მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებით, საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა რიცხვის შემცირება. კამპანია 2016 წლიდან იღებს სათავეს და მასში ყოველწლიურად ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) უკვე მოამზადა ვიდეო რგოლი, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვის საჯარო პირობას დებენ.

#დადეშენიპირობა #საგზაოუსაფრთხოებისთვის #ProjectEDWARD #EDEC
საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის / Georgia Alliance For Safe Roads
Project EDWARD

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content