ერასმუს+ ახალგაზრდებისთვის – ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით, Erasmus+ Youth-ის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 21 მარტს, 16:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის.: ქუთაისი, პუშკინის 6).

საინფორმაციო შეხვედრა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

• ერასმუს+ პროგრამა, მისი ფილოსოფია, მიზნები და ამოცანები;

• ახალგაზრდული მობილობა, ტრენინგები, სემინარები და სტაჟირების შესაძლებლობები;

• მოხალისეობრივი აქტივობები;

• სასარგებლო ბმულები და კონკრეტული ნაბიჯები პროექტების განსახორციელებლად.

• სექტორთაშორისი თანამშრომლობა, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართვის შესაძლებლობები პროგრამის ფარგლებში.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს: არასამთავრობო ორგანზიაციებს, სათემო კავშირებს, საინიციატივო ჯგუფებს, სამთავრობო ორგანიზაციებს, სტუდენტებს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდეთ:

„განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“

ელ-ფოსტა: admin@edec.ge

ტელ: 0431 25 13 30

—————————————

თამარ ტყემალაძე

ელ-ფოსტა: info.georgia@salto-youth.net| tamar.tkemaladze@droni.org

ტელ.: 592 05 96 69

—————————————

Erasmus+ Youth-ის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში

ჟ. შარატვას ქ.  41, 13 სართული, თბილისი

https://www.facebook.com/EP.Georgia/

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content