ვაკანსია – ადგილობრივი ფონდების მოძიების სპეციალისტი

ვაკანსიის დასახელება: ადგილობრივი ფონდების მოძიების სპეციალისტი

მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

გამოქვეყნდა: 2022  წლის 18 მარტი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 1 აპრილი

 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი ფონდების მოძიების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილობრივი ფონდების მოძიების სპეციალისტის სამუშაო მიზნად ისახავს ადგილობრივ თემში ფინანსური და არაფინანსური რესურსების მოძიებას დღის ცენტრების ფუნქციონირების და მათ მიერ დაგეგმილი ინიციატივების მხარდასაჭერად. ადგილობრივი ფონდების მოძიების კოორდინატორი მჭიდროდ თანამშრომლობს ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის პროგრამასთან.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ადგილობრივი ფონდების მოძიების პოტენციური წყაროების შესახებ ინფორმაციის მოძიება და რესურსების რუქის მომზადება;
  • საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება დღის ცენტრების შემომწირველთა მოძიების მიზნით (ინდივიდები და ორგანიზაციები);
  • შემომწირველთა მიერ მარტივ და მოქნილ გადახდის პროცესზე დაფუძნებული შემოწირულობის გაცემის/მიღების ონ–ლაინ პლათფორმის კონცეფციის განვითარება;
  • კონცეფციის განხორციელების უზრუნველყოფა, სათანადო საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა–ორგანიზება;
  • მუდმივი ანგარიშგება შემომწირველთა წინაშე და მათთვის საინფორმაციო მასალების (ბიულეტენი, ბროშურები) მიწოდება;
  • არსებული და პოტენციური შემომწირველებისთვის ღია კარის დღეების ორგანიზება და დღის ცენტრების მიერ განხორციელებული ინიციატივების წარდგენა;

 

სავალდებულო უნარ–ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

  • კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია არასამთავრობო ორგანიზაციაში)
  • ფონდების მოძიების გამოცდილება. სახალხო დაფინანსების კამპანიების განხორციელების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამებში (MS Word, Excel, Access, Publisher, Power-point) მუშაობის ცოდნა
  • სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენების ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
  • ინგლისური, რუსული ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
  • კომუნიკაციის, დაგეგმვის, ორგანიზების, მართვის უნარების ფლობა;

 

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV,  სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, მინიმუმ 1 რეკომენდაცია (სასურველია დამქირავებლის მიერ გაცემული) ელ_ფოსტაზე: admin@edec.ge. „თემაში“ მიუნიშნეთ ადგილობრივი ფონდების მოძიების სპეციალისტის ვაკანსია. საბუთების მიღება წარმოებს 2022 წლის 1 აპრილის ჩათვლით 12:00 საათამდე.

 

დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330

საკონტაქტო პირი: ნონა დარსაველიძე

ტელეფონი: 0431251330;

ელ-ფოსტა: admin@edec.ge

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორქშოფი გამართა თემაზე „ახალგაზრდული საქმიანობის ფუნქცია, როლი და სარგებელი მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების პროცესში“,  რომლის მიზანს
ელისო თეიმურაზიშვილი ამჟამად საქართველოს ფოსტაში სერვის ცენტრის გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ ადამიანები ხშირად, ერთ ადგილას ყოფნას ვეჩვევით. წინ წასვლის დიდი სურვილი გვაქვს, მაგრამ გვეშინია.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით,  ზუგდიდის, ბათუმის, ლანჩხუთის, ბოლნისის და ბაღდათის  ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორკშოფები
Skip to content