ვაკანსია – დასაქმების კონსულტანტი

დასახელება: დასაქმების კონსულტანტი

მომწოდებელი: DDA/EDEC

გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი

 

ჩვენს შესახებ – ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, რომლის მთავარი მიზანი არის დასაქმების და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში ხორციელდება კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს ოფისს, აა(ი)პ დემოკრატიის განვითარების სააგენტოს და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დასაქმების ცენტრების გახსნა თბილისსა და ქუთაისში, რომელიც მოემსახურება პროექტის ბენეფიციარებს – სამუშაოს მაძიებლებს შესაბამის მუნიციპალიტეტებში.

ვაკანსიის შესახებ – პროექტის ფარგლებში გახსნილ დასაქმების ცენტრებში ცხადდება ვაკანსია სრულ განაკვეთზე მომუშავე დასაქმების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისსა და ქუთაისში (თბილისი – 10 ვაკანტური ადგილი, ქუთაისი – 5 ვაკანტური ადგილი)

შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 27 თვე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი
სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ძირითადი მოვალეობები:

➤ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების (დიდი ხნის განმავლობაში უმუშევარი ადამიანები, შშმპ და სხვა) მხარდაჭერა პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის, პროფესიული განათლების, სტაჟირებისა და დასაქმების საკითხებში;
➤ ადგილობრივი შრომის ბაზრის მდგომარეობის და ტენდენციების მუდმივი შესწავლა და დუალური განათლების შესაძლებლობების მოკვლევა;
➤ პოტენციურ დამსაქმებელთა იდენტიფიცირება, მონაცემთა ბაზების წარმოება, მუდმივი განახლება და თანამშრომლობა;
➤ ვაკანსიების მოძიება, სამუშაოს მაძიებლებისთვის შესაბამისი ვაკანსიების შეთავაზება; სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის თანამშრომლობის პროცესის ფასილიტაცია;
➤ სამუშაოს მაძიებლების რესურსზე-ორიენტირებული შეფასების ჩატარება შესაბამისი საშუალებებისა და ტექნიკის გამოყენებით; შეფასებაზე დაფუძნებული კონსულტირება, ინდივიდუალური დასაქმების გეგმების მომზადება, განხორციელების პროცესის ზედამხედველობა და ხელშეწყობა;
➤ სამუშაოს მაძიებელთა დახმარება პროფესიული განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში, მათი მოტივირება, შთაგონება, წახალისება, დარწმუნება და დამოკიდებულების შეცვლის ხელშეწყობა საჭიროების შემთხვევაში;
➤ სამუშაოს მაძიებლებთან ინტენსიური კომუნიკაციის შენარჩუნება და მათგან სამუშაო კომპეტენციების, უნარების, სამომავლო გეგმების, შესაძლებლობების, ინტერესების და სხვა სათანადო ინფორმაციის უწყვეტად მიღება;
➤ დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიება (სახელფასო სუბსიდიები, პროფესიული კურსები და სხვა) და შესაბამისი სამუშაოს მაძიებლებისთვის შეთავაზება;
➤ სამუშაოს მაძიებლის პირადი პორტფოლიოს, მონაცემთა ბაზების და სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადება და მართვა;
შესრულებული სამუშაოს შეფასება, გაანალიზება და ანგარიშის მომზადება;
➤ საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; პროფესიული გამოწვევების საპასუხოდ, პიროვნული ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულების მუდმივი განვითარება სერვისების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების მიზნით.

პროფესიული ქცევა:

➤ ეთიკური პრაქტიკა;
➤ უწყვეტი პროფესიული განვითარება.

აუცილებელი პროფესიული კომპეტენციები:

➤ ქართული განათლების სისტემის შესახებ ზოგადი ინფორმაციის ფლობა (მათ შორის VET, ზრდასრულთა განათლება);
➤ დასაქმების, სოციალური დაცვის, შრომითი ურთიერთობების სფეროში კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის ფლობა სასურველია);
➤ დასაქმების ცენტრის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საქმიანობის ზოგადი გაგება და ცოდნა (სასურველი);
➤ შრომის ბაზარზე არსებული ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და მართვის უნარი;
➤ სამუშაოს მაძიებელთან რესურსზე ორიენტირებული შეფასების ჩატარების უნარი;
➤ სამუშაოს მაძიებლის მიერ მიღწეული შედეგის და აქტივობის მონიტორინგის უნარი;
➤ ორგანიზაციის შიგნით და გარეთ მომუშავე კოლეგებთან, მენეჯერებთან და სხვა პირებთან თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარი.

სასურველი პროფესიული კომპეტენცია: შრომის ბაზარზე არსებულ მოწყვლად ჯგუფებთან (ნაკლებადკონკუნეტრუნარიან კადრებად მიჩნეული პირები) მუშაობის გამოცდილება.

ტექნიკური კომპეტენციები:

➤ სამუშაოს მაძიებელთა სხვადასხვა მოთხოვნების გამოვლენის და შესაბამისად მათი დაკმაყოფილების უნარი;
➤ სტრესულ სიტუაციასთან ეფექტურად გამკლავების უნარი, პროფესიული პატიოსნებისა და მაღალი ხარისხის საკონსულტაციო მომსახურების შენარჩუნებით;
➤ წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
➤ ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
➤ პრეზენტაციის უნარი;
➤ პრობლემის ამოცნობისა და გადაჭრის უნარი;
➤ დაგეგმვის, ორგანიზების, დროის მართვის უნარი;
➤ სამუშაოს მაძიებელთა დარწმუნებისა და კონსულტირების უნარი (მოტივირება და შთაგონება; ნდობის მოპოვების უნარი);
➤ თანაგრძნობის, მოთმინების, გაგების და მიკერძოებულობის გარეშე მოსმენის უნარი;
➤ “გაყიდვისა” და მოლაპარაკების უნარი;
➤ საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და გამოყენების უნარი;
➤ სასურველია სასაუბრო დონეზე გერმანული და რუსული ენების ცოდნა.

მენეჯერული კომპეტენციები:

➤ დაგეგმვის, განხორციელების პროცესის მართვის, მონიტორინგისა და ანგარიშგების უნარი;
➤ შესრულებული სამუშაოს შეფასების უნარი;
➤ გადაწყვეტილების მიღების უნარი.

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

➤ თბილისში დასაქმების მსურველებმა – Democracydahr@gmail.com
➤ ქუთაისში დასაქმების მსურველებმა – admin@edec.ge

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – დასაქმების კონსულტანტი.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
ხაშურში მცხოვრები ლია ხაჩიძე ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალური განათლების სასწავლო პროგრამის ერთ–ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია, რომელიც დღეს ცხოველთა კვების მაღაზიას მართავს. “მიუხედავად იმისა, რომ დამთავრებული მაქვს სასოფლო–სამეურნეო
20 ოქტომბერს ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი ლორენს მერედიტი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აჭარის რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში ციხისძირში, რესტორან
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა EDEC-ის საქმიანობისა და საჯარო გამოსვლებისა და დებატების კურსის შესახებ პრეზენტაციას მიეძღვნა. მონაწილეებმა კურსის პროგრამა დეტალურად გაიცნეს  და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები
Skip to content