ვაკანსია – ექსპერტი

დასახელება: ექსპერტი

მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 20 მაისი

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი” (EDEC) დაარსდა 2008 წელს და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა. ორგანიზაცია ოთხი პროგრამული მიმართულებით მუშაობს: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ეკონომიკური განვითარება, ბავშვთა დაცვა და განათლება.

2020 წლიდან EDEC-ი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს 3 წლიან პროექტს სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტო, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, ფონდი “აფხაზინტერკონტი” და გურიის ახალგაზრდული ცენტრი.

პროექტი: “ისწავლე დასაქმებისთვის!” მიზნად ისახავს, ერთის მხრივ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის, კარიერული ორიენტაციისა და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას; მეორეს მხრივ, საზღვაო და ტურიზმის სექტორში კერძო-საჯარო პარტნიორობის განვითარებას, შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასებას, მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების პროგრამების შემუშავებას, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების პროგრამების განხორციელებას.

პროექტი საქართველოს 6 რეგიონში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, აჭარა, გურია, კახეთი, შიდა ქართლი) განხორციელდება. მის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: მოწყვლადი ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები, განათლების, სამუშაო გამოცდილების და გადამზადების არმქონე პირები, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირები, სიცოცხლის მანძილზე სწავლის მსურველი პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

➤ თანამშრომლობა პროფესიულ სასწავლებლებთან, ტურიზმისა და საზღვაო სფეროში შრომის ბაზრის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული რვა ახალი პროფესიული პროგრამის შემუშავება;
➤ ახლადშექმნილი პროგრამებისთვის შესაბამისი ინოვაციური საგანმანათლებლო მასალებისა და სასწავლო რესურსების შექმნა;
➤ ახლადშექმნილი საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამების მიწოდებაში ჩართული პედაგოგების უნარებისა და კომპეტენციების ამაღლება;
➤ შემუშავებული სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო რესურსების სხვა დაინტერესებული პროფესიული სასწავლებლებისთვის გაზიარება.

ტექნიკური დავალება: დასაქმების კონსულტანტების შესაძლებლობათა განვითარების ტრენინგ-კურსი

ტექნიკური დავალების მიზანი:

წინამდებარე ტექნიკური დავალების მიზანია შეარჩიოს ექსპერტი, რომელიც პროექტის გუნდს დახმარებას გაუწევს სამიზნე პროფესიული სასწავლებლების სწორად შერჩევასა და მათ მიერ ახალი პროგრამების შემუშავებასთან, დანერგვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულებაში.

კონკრეტული დავალება:

➤ სამიზნე პროფესიული სასწავლებლების შესარჩევი კითხვარის მომზადება, რომელიც პროექტის გუნდს დაინტერესებული სასწავლებლების შესაძლებლობების, დაინტერესებისა და ახალი პროფესიული პროგრამის დანერგვა-განხორციელების პოტენციალის სწორად შეფასებაში დაეხმარება; კითხვარის საშუალებით შესაძლებელი უნდა გახდეს შემდეგი ინფორმაციის მოკვლევა:
➤ პროფესიული სასწავლებლის მოტივაცია;
➤ პროფესიული სასწავლებლის გამოცდილება ტურიზმისა და საზღვაო სფეროში გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების განხორციელების შესახებ;
ტურიზმისა და საზღვაო სფეროში ახალი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის პროფესიული სასწავლებლის არსებული რესურსები: ადამიანური, მატერიალური (იარაღები, მოწყობილობები), ტექნიკური, შენობები (სასწავლო ფართი, ლაბორატორია, საერთო საცხოვრებელი)
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის ახლად შექმნილ პროგრამებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, მათი დაბინავებისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის შესაძლებლობა პროფესიული სასწავლებლის მხრიდან;
➤ პროფესიული სასწავლებლის თანამშრომლობის გამოცდილება პოტენციურ დამსაქმებლებთან დუალური, მოდულური სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში;
➤ პროფესიული სასწავლებლების ხედვა ტურიზმისა და საზღვაო სფეროში ახალი პროგრამების განხორციელების საჭიროებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების პოტენციალის შესახებ;
➤ შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა თითოეული სამიზნე პროფესიული სასწავლებლისთვის, რომელიც დაწვრილებით აღწერს ახალი პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებულ პროცედურებს, მათი განხორციელების რეალისტურ ვადებსა და პასუხისმგებელ პირებს. სამოქმედო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შრომის ბაზრის კვლევა (საჭიროების შემთხვევაში), თემატური ექსპერტების მოწვევა პროგრამის მოსამზადებლად, ავტორიზაციის მოპოვების პროცესთან დაკავშირებულ აქტივობები, კურსის განხორციელება, ახლადშექმნილი პროგრამის სწავლებაში ჩართული პედაგოგების კომპეტენციების ამაღლებასთან დაკავშირებული ტრენინგების თემების სარეკომენდაციო ჩამონათვალი და სხვა.

მეთოდოლოგია: შეხვედრები, კვლევა, ანალიზი, ჯგუფური და/ან ინდივიდუალური შეხვედრები.

პროდუქტი:

➤ სამიზნე პროფესიული სასწავლებლების შესარჩევი კითხვარი
➤ სამიზნე პროფესიული სასწავლებლების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები (მინიმუმ 8 გეგმა)

ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა:

წლის მაისი – ივლისი 20 სამუშაო დღე

➤ შესარჩევი კითხვარის შედგენა – 2 დღე
➤ პროფესიულ სასწავლებლებთან ინდივიდუალური მუშაობა და სამოქმედო გეგმების შედგენა – 17 დღე
➤ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება – 1 დღე

ძირითადი მოთხოვნები (განათლება, ცოდნა-გამოცდილება და უნარ-ჩვევები):

➤ უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების სფეროში);
➤ პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
➤ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნა და/ან ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება;
➤ ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
➤ დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

➤ CV, სადაც აღწერილია პროფესიული განათლების სფეროში კანდიდატის სამუშაო გამოცდილება, მათ შორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების მიმართულებით;
➤ სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი, რომელიც ადასტურებს პროფესიული განათლების სფეროში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების კუთხით მუშაობის წარმატებულ გამოცდილებას.

შერჩევის პროცედურა: განაცხადები მიიღება ელექტრონულად 2021 წლის 6 მაისიდან – 20 მაისის ჩათვლით, 15:00 საათამდე, ელფოსტის მისამართზე admin@edec.ge სათაურში მიუთითეთ “ექსპერტი”. შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ პრეტენდენტებს.

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

“განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი”
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64;
საკონტაქტო პირი: მარიამ ციბაძე
ტელეფონი: 0431251330;
ელფოსტა: admin@edec.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა EDEC-ის საქმიანობისა და საჯარო გამოსვლებისა და დებატების კურსის შესახებ პრეზენტაციას მიეძღვნა. მონაწილეებმა კურსის პროგრამა დეტალურად გაიცნეს  და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები
13 ოქტომბერს პროექტის „ჩემი სახლის მმართველი–შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი4)“ ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ გახსნა
13 ოქტომბერს პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის!” ფარგლებში რიგით მეოთხე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების და მიღწეული
Skip to content