ვაკანსია – მოხალისეობრივი სამუშაოების კოორდინატორი

ვაკანსიის დასახელება: მოხალისეობრივი სამუშაოების კოორდინატორი

მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

გამოქვეყნების თარიღი2022 წლის 14 ივნისი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 27 ივნისი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალგაზრდული რეგიონული საბჭოების ფორმირებისა და განვითარების პროცესის მართვა;
  • ახალგაზრდული რეგიონული საბჭოების, გაძლიერებასთან დაკავშირებული ტრენინგების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელების პროცესის მართვა;
  • სისტემატური კომუნიკაცია რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან და მათთვის სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენა ახალგაზრდულ რეგიონულ საბჭოებთან დაკავშირებული მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში;
  • 10 რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციას შორის ახალგაზრდული რეგიონული საბჭოების გამოცდილების გაზიარების უზრუნველყოფა;
  • მოხალისეობის თემაზე ტრენინგ მოდულის შექმნასთან დაკავშირებული საქმიანობების ორგანიზება და ტრენინგების განხორციელების პროცესის მართვა;
  • პროექტით გათვალისწინებული საგრანტო კონკურსების გამოცხადებისა და მათი განხორციელების პროცესის მართვა;
  • რეგიონული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობის უზრუნველყოფა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების მიზნით;
  • მოხალისეობის თემაზე ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზება და მართვა;
  • რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მოხალისეობის თემაზე რეგიონული ფორუმების ორგანიზება;
  • ადგილობრივ თვითმართველობებთან და ახალგაზრდულ სააგენტოსთან თანამშრომლობა ახალგაზრდული საბჭოების საქმიანობების პოპულარიზაციისა და მათი მხრიდან მხარდაჭერის გაზრდის მიზნით;

 

    სავალდებულო უნარ–ჩვევები, ცოდნა და გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია პოლიტიკის მეცნიერების, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის მიმართულებით);
  • ბავშვებთან და/ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება არაფორმალური შეხვედრების, შემეცნებითი, კულტურული, სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვა–განხორციელების მიმართულებით (უპირატესობად ჩაითვლება სამოქალაქო ორგანიზაციაში ახალგაზრდების და/ ან მოხალისეობის განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება);
  • ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტების, შესაბამისი კანონმდებლობისა და აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების საქმიანობების ცოდნა;
  • თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებების, მათი კომპეტენციების, მოქალაქეებთან თანამშრომლობის ფორმებისა და მექანიზმების ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნული მიმართულებით არსებული პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel, MS PowerPoint და outlook) ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციის, კონფლიქტების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრატეგიული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;

 

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია) და სამოტივაციო წერილი, ელ-ფოსტაზე: admin@edec.ge „თემაში“ მიუნიშნეთ „მოხალისეობრივი სამუშაოების კოორდინატორი“ ვაკანსია. საბუთები იღება 2022 წლის 14 ივნისიდან – 27 ივნისის ჩათვლით 18:00 საათამდე.

 

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

 

დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64;

საკონტაქტო პირი: ნონა დარსაველიძე

ტელეფონი: 0431251330;

ელ-ფოსტა: admin@edec.ge

2022 წლის 5 დეკემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქ. ქუთაისში გამოფენა გამართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდები (უფროსკლასელები,
2 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის” ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ღონისძიების მიზანი
ვაკანსიის დასახელება: სოციალური მედიის კოორდინატორი მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი სამუშაო ადგილი: ქუთაისი სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) გამოქვეყნების თარიღი:  2022 წლის
Skip to content