ვაკანსია – მოხალისეობრივი სამუშაოების კოორდინატორი

ვაკანსიის დასახელება:მოხალისეობრივი სამუშაოების კოორდინატორი

მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

გამოქვეყნების თარიღი:  2021 წლის 12 აგვისტო

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 31 აგვისტო

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალგაზრდული რეგიონული საბჭოების ფორმირებისა და განვითარების პროცესის მართვა;
  • ახალგაზრდული რეგიონული საბჭოების, გაძლიერებასთან დაკავშირებული ტრენინგების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელების პროცესის მართვა;
  • სისტემატური კომუნიკაცია რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან და მათთვის სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენა ახალგაზრდულ რეგიონულ საბჭოებთან დაკავშირებული მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში;
  • 10 რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციას შორის ახალგაზრდული რეგიონული საბჭოების გამოცდილების გაზიარების უზრუნველყოფა;
  • მოხალისეობის თემაზე ტრენინგ მოდულის შექმნასთან დაკავშირებული საქმიანობების ორგანიზება და ტრენინგების განხორციელების პროცესის მართვა;
  • პროექტით გათვალისწინებული საგრანტო კონკურსების გამოცხადებისა და მათი განხორციელების პროცესის მართვა;
  • რეგიონული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობის უზრუნველყოფა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების მიზნით;
  • მოხალისეობის თემაზე ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზება და მართვა;
  • რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მოხალისეობის თემაზე რეგიონული ფორუმების ორგანიზება;
  • ადგილობრივ თვითმართველობებთან და ახალგაზრდულ სააგენტოსთან თანამშრომლობა ახალგაზრდული საბჭოების საქმიანობების პოპულარიზაციისა და მათი მხრიდან მხარდაჭერის გაზრდის მიზნით;

 

სავალდებულო უნარ–ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია პოლიტიკის მეცნიერების, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის მიმართულებით);
  • ბავშვებთან და/ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება არაფორმალური შეხვედრების, შემეცნებითი, კულტურული, სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვა–განხორციელების მიმართულებით (უპირატესობად ჩაითვლება სამოქალაქო ორგანიზაციაში ახალგაზრდების და/ ან მოხალისეობის განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება);
  • ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტების, შესაბამისი კანონმდებლობისა და აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების საქმიანობების ცოდნა;
  • თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებების, მათი კომპეტენციების, მოქალაქეებთან თანამშრომლობის ფორმებისა და მექანიზმების ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნული მიმართულებით არსებული პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel, MS PowerPoint და outlook) ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციის, კონფლიქტების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრატეგიული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;

 

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია) და სამოტივაციო წერილი, ელ-ფოსტაზე: admin@edec.ge „თემაში“ მიუნიშნეთ „მოხალისეობრივი სამუშაოების კოორდინატორი“ ვაკანსია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ: 0431251330;

 

საბუთები იღება 2021 წლის 12 აგვისტოდან – 31 აგვისტოს 18:00 საათამდე.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა EDEC-ის საქმიანობისა და საჯარო გამოსვლებისა და დებატების კურსის შესახებ პრეზენტაციას მიეძღვნა. მონაწილეებმა კურსის პროგრამა დეტალურად გაიცნეს  და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები
13 ოქტომბერს პროექტის „ჩემი სახლის მმართველი–შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი4)“ ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ გახსნა
13 ოქტომბერს პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის!” ფარგლებში რიგით მეოთხე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების და მიღწეული
Skip to content