დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: DDA/EDEC
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
ჩვენს შესახებ – ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, რომლის მთავარი მიზანი არის დასაქმების და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში ხორციელდება კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს ოფისს, აა(ი)პ დემოკრატიის განვითარების სააგენტოს და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დასაქმების ცენტრების გახსნა თბილისსა და ქუთაისში, რომელიც მოემსახურება პროექტის ბენეფიციარებს – სამუშაოს მაძიებლებს შესაბამის მუნიციპალიტეტებში.
ვაკანსიის შესახებ – პროექტის ფარგლებში გახსნილ დასაქმების ცენტრებში ცხადდება ვაკანსია სრულ განაკვეთზე მომუშავე ოფის მენეჯერის პოზიციაზე თბილისსა და ქუთაისში (თბილისი – 2 ვაკანტური ადგილი; ქუთაისი – 1 ვაკანტური ადგილი).
შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 27 თვე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი
სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ძირითადი მოვალეობები:
➤ დასაქმების ცენტრის საქმიანობის ადმინისტრირება;
➤ ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოება;
➤ დოკუმენტაციის არქივის წარმოება;
➤ თანამშრომელთა პირადი საქმეების, შრომითი ხელშეკრულებების, შვებულებების, მივლინებების მართვა;
➤ დასაქმების ცენტრში მოსული სტუმრების მიღება – გადამისამართება, დაკვალიანება;
➤ სატელეფონო ზარებზე, ელ. წერილებზე პასუხი; ინფორმაციის მიწოდება;
➤ საფოსტო გზავნილების მიღება გადამისამართება;
➤ ოფისის საკანცელარიო და სხვა მასალებით უზრუნველყოფა;
➤ შესყიდვების პროგრამული აღრიცხვა;
➤ ხელმძღვანელისგან მიღებული სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
➤ უმაღლესი განათლება;
➤ მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
➤ ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, როგორც წერითი, ასევე ზეპირი;
➤ გერმანული ენის ცოდნა (სასურველია).
აუცილებელი უნარები:
➤ მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი;
➤ კეთილგანწყობილება და თავაზიანობა;
➤ დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
➤ სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
➤ ორგანიზებულობა.
განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
თბილისში დასაქმების მსურველებმა – [email protected]
ქუთაისში დასაქმების მსურველებმა – [email protected]
წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება -ოფის მენეჯერი
კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
გისურვებთ წარმატებებს!