ვაკანსია – ოფისის მენეჯერი

ვაკანსიის დასახელება: ოფის – მენეჯერი

მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

გამოქვეყნების თარიღი:  2021 წლის 6 აგვისტო

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 30 აგვისტო

 

ძირითადი მოვალეობები:

  • დაწესებულების ერთიანი საქმისწარმოების (დოკუმენტების შედგენა-გაფორმება, რეგისტრაცია, შენახვა, შესრულების ვადების დაცვა და ა.შ.) დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად, დოკუმენტბრუნვის განხორციელება და კონტროლი;
  • კორესპონდენციის მიმოქცევის (მიღება და გაგზავნა) ორგანიზება, აუცილებლობის შემთხვევაში საქმიანი მიმოწერის განხორციელება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული დავალებების შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, ბიზნეს სექტორთან, ადგილზე მომუშავე დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან ურთიერთობა. საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციის წარმომადგენლობითი ფუნქციის შესრულება;
  • სხვადასხვა მიღებებისა და შეხვედრების, კონფერენციებისა და ტრენინგების, ბენეფიციარების, დელეგატების, სტუმრების, პარტნიორების მიღების და დახვედრის ორგანიზება;
  • ორგანიზაციის საკომუნიკაციო და ტექნიკური, სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ორგანიზება და კონტროლი;
  • ორგანიზაციაში შემოსული სატელეფონო ზარების კონტროლი;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების, შრომითი ხელშეკრულებების, შვებულებების, მივლინებების მართვა;
  • შვებულებაში მყოფი თანამშრომლის ფუნქციების დელეგირების შესრულების კონტროლი;
  • ვაკანსიის განაცხადის მომზადება, გავრცელების უზრუნველყოფა, ინტერვიუს ორგანიზება;
  • თანამშრომელთა სამუშაოზე მიღებისა და სამსახურის დატოვების პროცედურების განხორციელება;
  • ორგანიზაციის საშტატო განაწესის შესახებ დებულების განხორციელების კონტროლი და თანამშრომელთა მიერ მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციის სტატისტიკური ინფორმაციის და მონაცემთა ბაზების მართვა;
  • დოკუმენტაციის არქივის წარმოება;
  • ორგანიზაციისთვის აუცილებელი სხვადასხვა (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება და სხვ) შესყიდვების წარმოების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
  • ტექნიკური საშუალებების პერიოდული შეკეთების განრიგების და მათი მუშაობისთვის აუცილებელი რესურესების შეძენის, ასევე გახარჯული და ექსპლოატაციიდან გამოსული ტექნიკის ჩამოწერისა და უტილიზაციის ხელმძღვანელობა და კონტროლი;
  • ოფისში სამუშაო პროცესებისთვის აუცილებელი გარემოს და სამუშაო განრიგის, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • ოფისის ჰიგიენური საშუალებების შეძენა, მარაგების მართვა, დასუფთავების პროცესის მართვა და კონტროლი;
  • შესყიდვებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ორგანიზება და დოკუმენტების შედგენა, მათ შორის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების მომზადება;
  • დაწესებულების მატერიალური რესურსებისა და ღირებულებების ინვენტარიზაციის განხორციელება.

 

სავალდებულო უნარ–ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის თანამდებობაზე;
  • საქმისწარმოების და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, როგორც წერითი, ასევე ზეპირი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია) და სამოტივაციო წერილი, ელ-ფოსტაზე: admin@edec.ge. „თემაში“ მიუნიშნეთ „ოფის-მენეჯერის“ ვაკანსია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ: 0431 25 13 30

 

საბუთების მიღება წარმოებს 2021 წლის 6 აგვისტოდან – 30 აგვისტოს 18:00 საათამდე.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა EDEC-ის საქმიანობისა და საჯარო გამოსვლებისა და დებატების კურსის შესახებ პრეზენტაციას მიეძღვნა. მონაწილეებმა კურსის პროგრამა დეტალურად გაიცნეს  და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები
13 ოქტომბერს პროექტის „ჩემი სახლის მმართველი–შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი4)“ ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ გახსნა
13 ოქტომბერს პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის!” ფარგლებში რიგით მეოთხე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების და მიღწეული
Skip to content