ვაკანსია – პედაგოგი

ვაკანსიის დასახელება: საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის პედაგოგი

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: საგურამო

მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

გამოქვეყნების თარიღი2022 წლის 5 მაისი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:   2022  წლის 15 მაისი

 

დღის ცენტრი ემსახურება 6-დან 18 წლამდე და 18 წელს ზემოთ ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და პირებს. დღის ცენტრის მიზანს, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ბავშვთა და პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა  წარმოადგენს.

პედაგოგი პასუხისმგებელია, მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად, ბენეფიციართა გონებრივი, ფსიქიკური,  განვითარების დონის და შესაძლებლობების შესწავლაზე, თითოეული ბენეფიციარისათვის შედეგებზე დაფუძნებული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენაზე, დასახული ამოცანების განხორციელებაზე, მონიტორინგსა და მიღწეული შედეგის შეფასებაზე.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, პედაგოგის შერჩევისას უპირატესობას მიანიჭებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბენეფიციარებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის წარმართვა;
  • ბენეფიციარების ფუნქციური, სოციალური, საყოფაცხოვრებო და აკადემიური უნარების განვითარება და ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • ბენეფიციართა მდგომარეობაზე მუდმივი დაკვირვება, ზრუნვა და კონტროლი, თითოეული ბენეფიციარისათვის განვითარების ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების შესაბამისად;
  • თითოულ ბენეფიციართან ინდივიდუალურად და ჯგუფურად დასახული ამოცანების შესრულება, მათი შეფასებისათვის საჭირო სისტემის დანერგვა;
  • ბენეფიციარებში არსებული პოტენციალის გამოვლენა და ამ რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება;
  • მშობლებთან/მეურვეებთან კონსულტაციების წარმართვა;
  • ორგანიზაციისა და პროგრამის შინაგანაწესით და შიდა რეგულაციებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოება.

 

სავალდებულო უნარ–ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალურ მეცნიერებათა სფეროში (ფსიქოლოგია, სოციოლოგია, მედიცინა, პედაგოგიკა);
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);
  • კარგი კომუნიკაციის უნარი, კონფლიქტების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • შემოქმედებითი აზროვნება;
  • კეთილსინდისიერება;
  • შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელი, ფლობდეს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს.

 

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია),  სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, მინიმუმ 2  პირის რეკომენდაცია (სასურველია დამქირავებლის მიერ გაცემული) ელ–ფოსტაზე: admin@edec.ge. „თემაში“ მიუთითეთ პედაგოგის ვაკანსია.

საკონტაქტო პირი – სოფიო კუპატაძე საკონტაქტო ტელ: 0431 251330; 598 45 45 63

განაცხადების მიღება წარმოებს 2022  წლის 15 მაისის ჩათვლით 24:00 საათამდე.

 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content