ვაკანსიის დასახელება: საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის ადმინისტრატორი
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: საგურამო
მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
გამოქვეყნების თარიღი: 2021 წლის 7 სექტემბერი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 19 სექტემბერი
საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრი ემსახურება 6-დან 18 წლამდე და 18 წელს ზემოთ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და პირებს. დღის ცენტრის მიზანს წარმოადგენს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. ბენეფიციარებთან მუშაობას ორი პედაგოგი, პედაგოგის ასისტენტი, ფსიქოლოგი, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალიტი.
საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის ადმინისტრატორი პასუხისმგებელია დღის ცენტრის საქმიანობების განხორციელების და მასზე მიბმული სერვისების ყოველდღიურ მართვასა და ადმინისტრირებაზე დასახულ მიზნებთან და ბიუჯეტთან შესაბამისობაში.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, ადმნინისტრატორის შერჩევისას უპირატესობას მიანიჭებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველთვიური საქმიანობების დაგეგემვა პროგრამის მენეჯერთან შეთანხმებით და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
- დღის ცენტრის კვების განრიგის, მენიუს და ბენეფიციართა კვებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ყოველდღიური მონიტორინგი;
- ბენეფიციართა ცენტრში მოყვანის და შინ დაბრუნების მიზნით განხორციელებული ტრანსპორტირების და შესაბამისი დოკუმენტაციის მონიტორინგი;
- დღის ცენტრში სამუშაო პროცესის დაგეგმვის და განხორციელების ზედამხედველობა;
- ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტებით, დღის ცენტრის შინაგანაწესით განსაზღვრული პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა და სხვა თანმდევი რეგულაციებით განსაზღვრული უსაფრთხოების და სანიტარული მდგომარეობის მონიტორინგი;
- დღის ცენტრის ყოველდღიური საჭიროებების გამოვლენა, ინფორმაციის შეგროვება და მენეჯერისთვის მიწოდება;
- თანამშრომლობა ბენეფიციართა ოჯახის წევრებთან, სოციალურ მუშაკებთან ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად;
- თანამშრომლობა ადგილობრივი სააგენტოს და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან დღის ცენტრის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო–ტექნიკური საკითხების მოგვარების მიზნით;
- დღის ცენტრის მომსახურების მხარდამჭერი პროექტებით/ინიციატივებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
- ცენტრის პოტენციური ბენეფიციარების მოძიება და მათთვის დახმარების აღმოჩენა დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვის მიზნით;
- ორგანიზაციის მენეჯმენტთან და პროგრამის განმხორციელებელ გუნდთან მუდმივად თანამშრომლობა დღის ცენტრის მომსახურების დახვეწა – განვითარებისთვის;
- სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება დღის ცენტრის მომსახურების ადმინისტრირების პროცესში წარმოქმნილი საჭიროებების შესაბამისად;
- ყოველთვიური შინაარსობრივი ანგარიშის მომზადება–წარდგენა მენეჯერთან დადგენილი ფორმისა და ვადების შესაბამისად.
სავალდებულო უნარ–ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალურ მეცნიერებათა სფეროში (ფსიქოლოგია, სოციოლოგია, მედიცინა, იურისპრუდენცია, პედაგოგიკა);
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);
- უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა სასურველია;
- შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel, MS PowerPoint და outlook) ცოდნა;
- კარგი კომუნიკაციის, კონფლიქტების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრატეგიული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია), სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, მინიმუმ 2 პირის რეკომენდაცია (სასურველია დამქირავებლის მიერ გაცემული) ელ_ფოსტაზე: [email protected]. „თემაში“ მიუნიშნეთ “საგურამოს ადმინიტრატორის“ ვაკანსია.
საკონტაქტო პირი – სოფიო კუპატაძე – საკონტაქტო ტელ: 598 45 45 63/0431 25 13 30;
საბუთების მიღება წარმოებს 2021 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით 24:00 საათამდე.