ვაკანსია – საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ვაკანსიის დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

გამოქვეყნდა: 2022  წლის 31 მარტი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 15 აპრილი

 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის სამუშაო მიზნად ისახავს ორგანიზაციის ბენეფიციარებთან, დონორებთან, პარტნიორებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან მუშაობას. სამიზნე რეგიონებში ცნობადობის გაზრდას და არსებული დადებითი იმიჯის განმტკიცებას.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციის ბრენდის და კორპორატიული იმიჯის განვითარება და საინფორმაციო მასალებში მისი დაცვის უზრუნველყოფა (ლოგო, ფერები და სხვა);
  • სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, მესიჯების შემუშავება, საუკეთესო საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მათი მიწოდების უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციის ვებ და სოციალური პლატფორმის (ვებ–გვერდი, ფბ გვერდი) განვითარება, მართვა და მათი გამოყენების უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციის საინფორმაციო მასალების და საკომუნიკაციო პროდუქტების (წლის ანგარიში, ბუკლეტები, ბროშურები, პრეს–კიტები, ბიულეტენები, დაიჯესტების, პრეს–რელიზი, მედია ანონსი და სხა) განვითარება, მართვა და მათი გამოყენების უზრუნველყოფა;
  • საკომუნიკაციო ბიუჯეტის მართვა;
  • სპეციალური ღონისძიებების/ივენთების ორგანიზება და მართვა;
  • სატელევიზიო და რადიო გადაცემების, ინტერვიუების დაგეგმვა, სტატიების გამოქვეყნება ბეჭდურ და ელექტრონულ პრესაში;
  • პროგრამების მენეჯერებთან მჭიდროდ თანამშრომლობა სამიზნე აუდიტორიისთვის ინფორმაციის დროული და მიზნობრივი გავრცელების უზრუნველყოფის მიზნით;
  • მონაწილეობა პროექტების დაგეგმარების პროცესში PR კომპონენტის ორგანიზაციის სტრატეგიასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • PR მასალების არქივის შექმნა და მართვა (ელექტრონული და ბეჭდური);
  • ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაციის, დაფიქსირებულ პრობლემებზე ოპერატიული რეაგირების პროცესის მართვა;
  • მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით საინტერესო თემების გამოვლენა და შემდგომ განთავსება კომპანიის ვებ-გვერდზე/სოციალურ ქსელში;
  • მედია მონიტორინგი;
  • კომუნიკაციის სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულება.

 

სავალდებულო უნარ–ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში);
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • PR კამპანიის საფეხურების: დაგეგმვის, ანალიზის, განხორციელების და შეფასების უნარი;
  • ანალიტიკური აზრონების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • პრეზენტაციების გაკეთების უნარი და საჯარო გამოსვლების მეთოდების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, MS Office Excel, MS Office Power Point, MS office Outlook, Google Apps for Business) ცოდნა.

 

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV,  სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, მინიმუმ 1 რეკომენდაცია (სასურველია დამქირავებლის მიერ გაცემული) ელ_ფოსტაზე: admin@edec.ge. „თემაში“ მიუნიშნეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ვაკანსია. საბუთების მიღება წარმოებს 2022 წლის 15 აპრილის ჩათვლით 15:00 საათამდე.

დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330

საკონტაქტო პირი: ნონა დარსაველიძე

ტელეფონი: 0431251330;

ელ-ფოსტა: admin@edec.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
2022  წლის 21 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის –
დღეს, კიდევ ერთი წარმატებული დასაქმების შესახებ გიამბობთ. 22 წლის ანანო გუმბერიძემ პროექტის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, ქუთაისის დასაქმების ცენტრში მივიდა და დასაქმების კონსულტანტებთან გასაუბრება გაიარა.
ვაკანსიის დასახელება: საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის პედაგოგი ვაკანსიის ადგილმდებარეობა: საგურამო მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გამოქვეყნების თარიღი:  2022
Skip to content