ვაკანსია – სოციალური მედიის კოორდინატორი

ვაკანსიის დასახელება: სოციალური მედიის კოორდინატორი

მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

გამოქვეყნების თარიღი:  2022 წლის 1 დეკემბერი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 12 დეკემბერი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის სოციალური პლატფორმების, Web, Facebook, Youtube, Instagram, Google, Twitter, Linkedin და სხვა ადმინისტრირება (ინფორმაციის, ფოტო და ვიდეო მასალის განთავსება, ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა);
  • სარეკლამო და პრომო კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა, პასუხისმგებლობების გადანაწილება;
  • სოციალური ქსელებზე მორგებული ფოტო–ვიდეო კონტენტის შექნმა და მედია მასალების დამუშავება, პოსტებისა და ბანერების დამზადება;
  • სოციალური არხების აუდიტორიის კვლევა, ასაკობრივი და სეგმენტური დაყოფის უზრუნველყოფა, შესაბამისი სარეკლამო და პრომო კამპანიების განხორციელება;
  • ფოტო, ვიდეო და მედია მასალების შენახვა–დაარქივება (კვარტალში ერთხელ დაარქივებული მასალების ორგანიზაციის ლოკალურ ქსელში შენახვის უზრუნველყოფა);
  • მედია–მონიტორინგის განხორციელება;
  • ახალი იდეების, საინტერესო თემების გამოვლენა, ტრენდების, ტენდენციების, საუკეთესო სამომხმარებლო პრაქტიკების მოძიება, გუნდთან გაზიარება;
  • სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და ანგარიშგება;
  • მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ პრობლემებთან დაკავშირებით ორგანიზაციის PR მენეჯერისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
  • ღონისძიებებზე ფოტო–სურათების გადაღება;
  • ვიდეო–რგოლების მომზადება;
  • ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიით, სამოქმედო გეგმითა და გაიდლაინებით განსაზღვრული წესების ზედმიწევნით დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სოციალური მედიის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, როგორც წერითი, ასევე ზეპირი;
  • Web, Facebook, Youtube, Instagram, Google, Twitter, Linkdin–ის მართვის გამოცდილება;
  • რეკლამის განთავსება შესაბამის პლატფორმებზე, აუდიტორიის სწორად შერჩევა, სხვადასხვა ტიპის Facebook რეკლამების გაშვება (Facebook Ads Manager, Facebook Business Manager, Google Ads, Google Analytics), Core Audience, Custom Audience, Looklike Audience შექმნა, მიღებული შედეგების ანალიზი და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Programes);
  • სასურველია Adobe Acrobat, Photoshop, Premiere ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

✓  კომუნიკაბელურობა

✓  ანალიტიკური აზროვნება

✓  შემოქმედებითობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

✓  გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია) და სამოტივაციო წერილი, ელ-ფოსტაზე: admin@edec.ge. „თემაში“ მიუნიშნეთ „სოციალური მედიის კოორდინატორის“ ვაკანსია.

საბუთების მიღება წარმოებს 2022 წლის 1 დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ქ. ქუთაისი, პ.ინგოროყვას #64 ტელ: 0431 25 13 30;

საკონტაქტო პირი: ნატა კაპატაძე

ტელ: 592279279

ელ-ფოსტა: nata_kapatadze@edec.ge

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content