ვაკანსია – ფინანსური მენეჯერის ასისტენტი

ვაკანსიის დასახელება: ფინანსური მენეჯერის ასისტენტი

მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

გამოქვეყნების თარიღი2022 წლის 26 სექტემბერი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10 ოქტომბერი

ძირითადი მოვალეობები:

  • ცალკეული პროექტების ფინანსური ხარჯვის გეგმების მართვა (მიღება, კორექტირება, განხორციელების კონტროლი) ორგანიზაციის ფინანსური პოლიტიკისა და პროცედურების დაცვით;
  • ორგანიზაციის პირველადი საფინანსო დოკუმენტების დახარისხება და დაარქივება;
  • საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა სპეციალური საბუღალტრო პროგრამის ორისი (Oris) მეშვეობით;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი;
  • საქონლისა და მომსახურების შესყიდვების ორგანიზება და სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და მართვა;
  • საწვავის ხარჯვის ანგარიშის მომზადება პასუხისმგებელი პირების მიერ წარმოდგენილი საწვავის ხარჯვისა და განვლილი კილომეტრაჟების უწყისების საფუძველზე;
  • თანამშრომელთა ყოველთვიური დროის აღრიცხვის ფურცლების წარმოების მონიტორინგი და სამუშაოს დროის აღრიცხვის ერთიან ფორმაში ასახვა;
  • ორგანიზაციის აქტივების აღრიცხვა და მართვა;
  • საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.

 

სავალდებულო უნარ–ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდებისა და პრინციპების ცოდნა;

პირველადი დოკუმენტაციის კლასიფიკაციის ცოდნა;

მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბუღალტრო პროგრამაში ,,ორისი (Oris)“;

საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Excel);

ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მომზადების ცოდნა და გამოცდილება;

ინვენტარიზაციის არსის, სასაქონლო–მატერიალური აქტივების აღრიცხვის თავისებურებებისა პროცედურების ცოდნა;

ინგლისური ენის ცოდნა;

ანალიტიკური აზროვნება;

ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;

განვითარებაზე ორიენტირებულობა და მიზანდასახულობა;

გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია) და სამოტივაციო წერილი, ელ-ფოსტაზე: admin@edec.ge „თემაში“ მიუნიშნეთ „ფინანსური მენეჯერის ასისტენტის“ ვაკანსია.

საკონტაქტო ტელ: 0431251330; 598 626297

საბუთების მიღება წარმოებს 2022 წლის 26 სექტემბრიდან – 10 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

„პროექტის მიზანი  წალკის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების: ცხოველების დაცვა და განათლების ხარისხის გაუმჯობესება  წვლილის შეტანა იყო“. –  ბარეთის საჯარო სკოლის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ელოშვილი
ტენდერი გამოცხადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება, სოციალური სტუდენტური
ქუთაისის ი.გოგებაშვილის პირველი საავტორო სკოლის  მე-11 კლასის მოსწავლე ელისაბედ გოშხეთელიანი, EDEC-ის მიერ შექმნილი ონლაინ სწავლების პლატფორმის elearning.edec.ge პირველი კურსდამთავრებულია, რომელმაც წარმატებით გაიარა ონლაინ კურსი „ყველაფერი
Skip to content