ვაკანსია – ფინანსური მენეჯერის ასისტენტი

ვაკანსიის დასახელება: ფინანსური მენეჯერის ასისტენტი

მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

გამოქვეყნების თარიღი:  2021 წლის 3 აგვისტო

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 24 აგვისტო

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ცალკეული პროექტების ფინასური ხარჯვის გეგმების მართვა (მიღება, კორექტირება, განხორციელების კონტროლი) ორგანიზაციის ფინანსური პოლიტიკისა და პროცედურების დაცვით;
  • ორგანიზაციის პირველადი საფინანსო დოკუმენტების დახარისხება და დაარქივება;
  • საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა სპეციალური საბუღალტრო პროგრამის ორისი (Oris) მეშვეობით;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი;
  • საქონლისა და მომსახურების შესყიდვების ორგანიზება და სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და მართვა;
  • საწვავის ხარჯვის ანგარიშის მომზადება პასუხისმგებელი პირების მიერ წარმოდგენილი საწვავის ხარჯვისა და განვლილი კილომეტრაჟების უწყისების საფუძველზე;
  • თანამშრომელთა ყოველთვიური დროის აღრიცხვის ფურცლების წარმოების მონიტორინგი და სამუშაოს დროის აღრიცხვის ერთიან ფორმაში ასახვა;
  • ორგანიზაციის აქტივების აღრიცხვა და მართვა;
  • საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.

 

სავალდებულო უნარ–ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

  • ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდებისა და პრინციპების ცოდნა;
  • პირველადი დოკუმენტაციის კლასიფიკაციის ცოდნა;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბუღალტრო პროგრამაში ,,ორისი (Oris)“;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Excel);
  • ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მომზადების ცოდნა და გამოცდილება;
  • ინვენტარიზაციის არსის, სასაქონლო–მატერიალური აქტივების აღრიცხვის თავისებურებებისა პროცედურების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა და მიზანდასახულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია) და სამოტივაციო წერილი, ელ-ფოსტაზე: admin@edec.ge „თემაში“ მიუნიშნეთ „ფინანსური მენეჯერის ასისტენტის“ ვაკანსია.

საკონტაქტო ტელ: 0431251330; 598 626297

საბუთების მიღება წარმოებს 2021 წლის 3 აგვისტოდან – 24 აგვისტოს 18:00 საათამდე.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

1 ოქტომბერს, ქუთაისში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკების VI პოლიტიკურმა სკოლამ სტარტი აიღო. 4 თვიანი
თუ ხარ 16-29 წლამდე; ღია ხარ სიახლეებისთვის; მზად ხარ დახმარებისთვის; გაქვს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის სურვილი; დაინტერესებული ხარ კარიერის შექმნით მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა! განათლების
ვაკანსიის დასახელება: ოფის – მენეჯერი მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი სამუშაო ადგილი: ქუთაისი სამუშაო საათები: 09:00 -18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) გამოქვეყნების თარიღი:  2022 წლის 28 სექტემბერი განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10
Skip to content