ველოშეჯიბრი “Zhinvali XC Adventure 2020”

2020 წლის 1 ნოემბერს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით, „კავკასიის ველო ქსელმა“, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ანანურიდან არაგვის სათავგადასავლო ცენტრამდე, ჩაატარა ველოშეჯიბრი “Zhinvali XC Adventure 2020”, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრებისა და მოხალისეობრივი იდეის პოპულარიზაციას.

მოხალისეობის პოპულარიზაციის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტიდან 10 მოხალისე ჩართული იყო შეჯიბრის სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებში და ღონისძიების წარმართვაში.

ველოშეჯიბრი “Zhinvali XC Adventure 2020” ერთ–ერთი მოხალისეობრივი ინიციატივაა, რომელმაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გამოცხადებულ კონკურსში „იდეების კონკურსი მოხალისეობრივი ინიციატივებისთვის“ გაიმარჯვა. კონკურსი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ჩატარდა და მისმიზნად ისახავს მოხალისეობის იდეის პოპულარიზაციის ხელშეწყობას, მოხალისეობის გზით მოქალაქეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო აქტივობებში მათი ჩართულობის გაზრდას.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content