ზესტაფონში სოციალური მეწარმეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოციალური მეწარმეობის პროექტის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მოქმედი და დამწყები სოციალური მეწარმეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანს დამსწრე საზოგადოებაში სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო სოციალური მეწარმეობის არსს, მისი განვითარების ისტორიას და განსხვავებებს მეწარმეობის სოციალური მისიის  მქონე და სრულად მოგებაზე ორიენტირებულ მოდელებს შორის.

პროექტი სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის” ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის(CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (KEDEC) და არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content