19 ახალგაზრდა ზუგდიდის სამეწარმეო სკოლიდან სასწავლო ვიზიტით სხვადასხვა კომპანიაში იმყოფებოდა.
სამეწარმეო სკოლის მსმენელები სასწავლო ვიზიტით კვების საწარმოს „გურმანი”, ფეხსაცმელების საწარმოს „Levanto”, რესტორანს „კვამლი”, ყველის და რძის პროდუქტების საწარმოს და მარწყვის სანერგე მეურნეობას „ADINA LTD” ესტუმრნენ.
სამეწარმეო სკოლის მსმენელბი საწარმოო პროცესს გაეცნენ, მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დასვეს და პასუხები მიიღეს. სტუდენტებს განსაკუთრებით საწარმოს შექმნის ისტორია, პროდუქციის გაყიდვის მაჩვენებელი, ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები და დასაქმების შესაძლებლობები აინტერესებდათ.
სამეწარმეო სკოლა ზუგდიდში პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში დაფუძნდა.
პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საზოგადოებაში მონაწილეობა გაძლიერდეს.
პროექტს „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ახორციელებს.