ზუგდიდის სამეწარმეო სკოლის მსმენელები სასწავლო ვიზიტით სხვადასხვა კომპანიაში იმყოფებოდნენ

19 ახალგაზრდა ზუგდიდის სამეწარმეო სკოლიდან სასწავლო ვიზიტით სხვადასხვა კომპანიაში იმყოფებოდა.

სამეწარმეო სკოლის მსმენელები სასწავლო ვიზიტით კვების საწარმოს „გურმანი”, ფეხსაცმელების საწარმოს „Levanto”, რესტორანს „კვამლი”, ყველის და რძის პროდუქტების საწარმოს და მარწყვის სანერგე მეურნეობას „ADINA LTD” ესტუმრნენ.

სამეწარმეო სკოლის მსმენელბი საწარმოო პროცესს გაეცნენ, მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დასვეს და პასუხები მიიღეს. სტუდენტებს განსაკუთრებით საწარმოს შექმნის ისტორია, პროდუქციის გაყიდვის მაჩვენებელი, ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები და დასაქმების შესაძლებლობები აინტერესებდათ.

სამეწარმეო სკოლა ზუგდიდში პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში დაფუძნდა.

პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საზოგადოებაში მონაწილეობა გაძლიერდეს.

პროექტს „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ახორციელებს.

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content