ზუგდიდის სამეწარმეო სკოლის კურსდამთავრებულებს ევროკავშირის ელჩმა სერტიფიკატები გადასცა

19 ახალგაზრდას ზუგდიდის სამეწარმეო სკოლიდან ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, სკოლის დასრულების ნიშნად, სერტიფიკატები გადასცა. ელჩთან ერთად კურსდამთავრებულები სერტიფიკატებით ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტოტმა დააჯილდოვა.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია ხის გადამამუშავებელ საწარმოში ,,მადერა ჯორჯია” გაიმართა. სამეწარმეო სკოლის კურსამთავრებულები საწარმოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. საწარმოს დირექტორმა ბესო მატკავამ ევროკავშირის ელჩთან ერთად სამეწარმეო სკოლოს მსმენელებს საწარმოს საქმიანობა გააცნო, მისი დაარსების ისტორია მოუყვა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე ესაუბრა.

სამეწარმეო სკოლის ფარგლებში მსმენელებმა ზოგადი მენეჯმენტის და ბიზნესის დაგეგმვის. მარკეტინგის, რესურსებისა და ფონდების მოძიების, ფინანსური მართვის, ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესახებ ტრენინგები გაიარეს.

სამეწარმეო სკოლის მსმენელებმა თავიანთი ბიზნესიდეების დასახვეწად ინდივიდუალური, საჭიროებებზე დაფუძნებული კონსულტაციები, მენტორისა და ქოუჩის მხარდაჭერა მიიღეს. სამეწარმეო სკოლის ფარგლებში მსმენელები სასწავლო ვიზიტით სხვადასხვა კომპანიაში იმყოფებოდნენ.

სამეწარმეო სკოლა ზუგდიდში პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში დაფუძნდა.

პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საზოგადოებაში მონაწილეობა გაძლიერდეს.

პროექტს „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ახორციელებს.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content