ზუგდიდში ახალი პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო

ახალი პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ დაიწყო  პროექტის გახსნის ღონისძიება 22 მარტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ზუგდიდში გამართა.

პროქტის ამოცანებსა და მიზნებზე განათლების განვითარების და დასაქმების (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ ისაუბრა.

„ახალგაზრდებში სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა რეალური სოციალური მოთხოვნაა, ახალგაზრდებს აქვთ პოტენციალი განავითარონ იდეეები ახალი სერვისებისათვის და პროდუქტებისათვის. სამეწარმეო უნარების გარდა, პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ განათლებასა და დასაქმებას. დღეს შრომის ბაზრის ერთ–ერთ მთავარ გამოწვევას დამსაქმებლის მოთხოვნებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის შეუთავსებლობა წარმოადგენს, ამ გამოწვევების საპასუხოდ, საუკეთესო გზაა დუალური განათლების პროგრამების განხორციელება, რისი შესაძლებლობაც ევროკავშირმა და ევროპელმა ხალხმა მოგვცა“,– განაცხადა ლიკა კილაძემ

პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საზოგადოებაში მონაწილეობა გაძლიერდეს.

პროექტის ფარგლებში ზუგდიდსა და გორში დაფუძნდება ორი სამეწარმეო სკოლა, სადაც 80 ახალგაზრდა ცოდნის მიღებასთან ერთად გამოიმუშავებს სამეწარმეო უნარებს. ბიზნეს იდეების დასახვეწად ისინი ინდივიდუალურ, საჭიროებებზე დაფუძნებულ კონსულტაციებს, მენტორისა და ქოუჩის მხარდაჭერას მიიღებენ.

შემუშავდება შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების სასწავლო პროგრამები და 270 ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა პროფესიას რეალურ სამუშაო გარემოში დაეუფლოს, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩაერთოს ან მიიღოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი და დასაქმდეს.

100–მდე იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა, სამოქალაქო და სახელმწიფო ინსტიტუტების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და თვითდასაქმების ადვოკატირების პროცესში ჩაერთვება.

ღონისძიებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს თანამშრომლობის მემორანდუმი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრსა (EDEC) და სუპერმარკეტების ქსელ „სპარ საქართველო” შორის გაფორმდა.

პროექტს „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ახორციელებს.

 

2024 წლის 14 თებერვალს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა
2024 წლის 12 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა
„მონაწილეობა და აქტიური მოქალაქეობა გულისხმობს უფლებების, საშუალებებისა და შესაძლებლობათა ქონას, ასევე საჭიროებათა შემთხვევაში მხარდაჭერას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სათანადო ჩართულობით. ახალგაზრდების მონაწილეობა აღიარებული უფლებაა საერთაშორისო
Skip to content