პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა Covid-19-ის კრიზისის დროს საქართველოში“ მონაწილეებმა სამეგრელოს რეგიონიდან ელმირა ალფენძემ და სოფო კირთაძემ საინფორმაციო შეხვედრები ერთობლივად ჩაატარეს ზუგდიდის რაიონის სოფ. ზედა ეწერის საჯარო სკოლასა და სოფ. ზედა ეწერის დევნილთა სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრები ჩატარდა შემდეგ თემებზე: ვირუსის პრევენცია (სასწავლო დაწესებულებებში), ოჯახური ძალადობა, მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და მშვიდობის მშენებლობა.
შეხვედრები პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“ ფარგლებში ტარდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ COVID – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.