ზუგდიდში მზარეულის კურსის მონაწილეთა სერტიფიცირების გამოცდა გაიმართა

14 ივლისს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) დუალური პროფესიული პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდში მზარეულის კურსის მონაწილეთა სერტიფიცირების გამოცდა გაიმართა.

მზარეულის დუალური პროფესიული მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების სასწავლო პროგრამაში 10 ადამიანი მონაწილეობდა.

პროგრამის მიზანია ბენეფიციარებს განუვითაროს მზარეულის პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა და უნარები.

პროგრამის მონაწილეებს სასერტიფიკაციო გამოცდა სასტუმრო „გარდენ პალასის“ ბაზაზე ჩაუტარდათ. კომისიის წევრებს ქონდათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად შეეფასებინათ თითოეული მონაწილის ცოდნა და უნარ–ჩვევა რეალურ სამუშაო გარემოში იმიტირებული პროცესით, რომელიც მოიცავდა:

• კერძის დამოუკიდებლად, ჰიგიენურად და დროულად მომზადება;
• გემოების ბალანსირება და კრეატიულობა;
• მზა კერძის დიზაინი;
• ბოსტნეულის დამუშავება დანის სწორად გამოყენებით.

კურსდამთავრებულები სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას სამეგრელოს რეგიონის კვების სხვადასხვა ობიექტებში გაივლიან.

პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
ხაშურში მცხოვრები ლია ხაჩიძე ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალური განათლების სასწავლო პროგრამის ერთ–ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია, რომელიც დღეს ცხოველთა კვების მაღაზიას მართავს. “მიუხედავად იმისა, რომ დამთავრებული მაქვს სასოფლო–სამეურნეო
20 ოქტომბერს ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი ლორენს მერედიტი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აჭარის რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში ციხისძირში, რესტორან
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა EDEC-ის საქმიანობისა და საჯარო გამოსვლებისა და დებატების კურსის შესახებ პრეზენტაციას მიეძღვნა. მონაწილეებმა კურსის პროგრამა დეტალურად გაიცნეს  და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები
Skip to content