6 ივნისს, ზუგდიდში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ვორკშოპი ჩატარდა.
ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ღია დიალოგის წარმართვა, ფორმალური და არაფორმალური მოხალისეობის მაგალითები, წიგნიერება და მისი როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში – ეს გახლდათ ზუგდიდში ორგანიზებული ვორკშოფის ძირითადი საკითხები. შეხვედრას საგარეო ურთიერთობების მენეჯერი თამარ კობახიძე უძღვებოდა.
ვორკშოფი ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).