ზუგდიდში „სასტუმროს საქმის“ დუალური პროფესიული განათლების პროგრამაში ჩართულ მონაწილეებს სასერტიფიკაციო გამოცდა ჩაუტარდათ

დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამაში ჩართულმა 9 მონაწილემ სასტუმროს საქმე შეისწავლა. პროფესიული განათლების პროგრამა განხორციელდა შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემიასთან პარტნიორობით, სასტუმროების „დივანი”, „ანაკლია”, „გრანდ ჰოტელი” ბაზაზე.

მონაწილეებმა სერტიფიცირების პროცესი ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე, იმიტირებულ გარემოში გაიარეს, რომელიც მოიცავდა სასტუმროს პრეზენტაციას და როლურ თამაშებს: სტუმრის მიღება–განთავსება, რეზერვაცია, პრობლემური სიტუაციის აღმოფხვრა და სტუმრის გაწერის პროცედურა.

სერტიფიცირების მიზანი იყო პროგრამაში ჩართული მონაწილეების პროფესიული ცოდნის და ზოგადი უნარების შეფასება პოტენციური დამსაქმებლის დაინტერესების მიზნით.

პროგრამაში ჩართული მონაწილეები შეაფასა სასერტიფიკაციო კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო ბიზნეს სექტორის, (სასტუმრო „დივანი”, სასტუმრო „ანაკლია” , სასტუმრო „გრანდ ჰოტელი” ) პროფესიული სასწავლებლისა (საზოგადოებრივი კოლეჯი „ზუგდიდის აკადემია”) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებისგან.

პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საზოგადოებაში მონაწილეობა გაძლიერდეს.

პროექტს „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ახორციელებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება. ამ დღის მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრული და
25 წლის ანა ბენდელიანმა სასურველი სამსახური, „ისწავლე დასაქმებისთვის“ პროექტის ფარგლებში, ქუთაისის დასაქმების ცენტრის დახმარებით იპოვა. ანამ აფხაზეთის ა/რ N5 საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლა
ვაკანსიის დასახელება: ფინანსური მენეჯერის ასისტენტი მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი სამუშაო ადგილი: ქუთაისი სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) გამოქვეყნების თარიღი:  2021 წლის
Skip to content