ზუგდიდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) 8 თებერვალს ზუგდიდში თემაზე „საჭიროებებზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისები“ მრგვალი მაგიდა გამართა.

პროექტისა და დისკუსიის თემის შესახებ აუდიტორიას სიტყვით განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ და ASB საქართველოს წარმომადგენელმა, პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ მენეჯერმა, გიორგი არსენიძემ მიმართეს.

თბილისის მერიაში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების შესახებ, თბილისის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გია სოფრომაძემ ისაუბრა.

ორგანიზაცია „პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის“ დირექტორმა გია კაკაჩიამ კი, საჭიროებაზე დაფუძნებული სერვისების განვითარების მეთოდოლოგია გააცნო მონაწილეებს და ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკა მიმოიხილა.

მრგვალი მაგიდის მუშაობის ფარგლებში, ზუგდიდის მერიის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი პროგრამები ზუგდიდის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ წარადგინა.

დისკუსიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ და ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობების საკითხების მხარდაჭერის შესახებ განაცხადეს.

დისკუსია ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content